სამართალი

შსს: “აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა პირებმა ქართულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს”

4 მარტი, 2012 •
შსს: “აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა პირებმა ქართულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან.

“თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და “რპგ 7”-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას, აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან,”-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი