სამართალი

უფასო იურიდიული კონსულტაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის

31 იანვარი, 2012 • 1636
უფასო იურიდიული კონსულტაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”  თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას შესთავაზებს.

იურისტები მოსახლეობას უფასო დახმარებას ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის– “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის”– ფარგლებში გაუწევენ.

იურისტები დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დავებთან დაკავშირებით გაუწევენ.

“მსგავსი კონსულტაციების ჩატარება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც მათ, უმეტესწილად, არ გააჩნიათ სხვა შესაძლებლობები შესაბამისი იურიდიული მომსახურების მისაღებად”, – აღნიშნულია “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

მოქალაქეებთან შეხვედრები ორგანიზაციის ოფისში 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი