შსს-მ ქრთამის შეთავაზებისთვის ორი პირი დააკავა

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და  პოლიციის შესაბამისი დანაყოფის მიერ პოლიციისათვის  ქრთამის შეთავაზების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი ადამიანი – ვიტალი ომაძე და იოსებ ხუბულაშვილი.

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულები რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ, ცხინვალის რეგიონიდან, დროებითი ადმნისტრაციული საზღვრის გადმოკვეთის გზით ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოეტანათ სხვადასხვა დასახელების ავტომანქანის აღურიცხავი სათადარიგო ნაწილები. დაკავებული პირები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 27, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით(ჯგუფის მიერ ქრთამის შეთავაზება)  და 18, 3222-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით(ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ჯგუფის მიერ).

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მოქმედი კანონდებლობა ითვალისწინებს 4-6 წლმდე თავისუფლების აღკვეთას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი