სამართალი

სასამართლოში ლალი მოროშკინასთვის პატიმრობის შეფარდებას არ უარყოფენ

10 დეკემბერი, 2011 • 1222
სასამართლოში ლალი მოროშკინასთვის პატიმრობის შეფარდებას არ უარყოფენ

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ლალი მოროშკინასთვის 15 –დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას არ უარყოფენ.

ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას არც ვადასტურებთ და არც ვუარყოფთ. ზუსტ ინფომაციას განცხადების მეშვეობით გავავრცელებთ”, –აცხადებენ საქალაქო სასმართლოს პრესსამსახურში.

ლალი მოროშკინას სამართალდამცავების მიერ დილის 8 საათზე დაკავებისა და მისთვის 15– დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებმა ლალი მოროშკინას მეგობრების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს.

შეგახსენებთ, გუშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლალი მოროშკინამ  „ნანუკას შოუს” გადაცემის ჩაწერაზე გაზეთ „პრაიმტაიმის“ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  გუშინვე ლალი მოროშკინამ აღნიშნული ინცინდენტის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს გაზეთ “პრაიმტაიმის “რედაქტორი თაკო ფხაკაძეც. მისი თქმით,  მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი