სამართალი

ომბუდსმენი ჟურნალისტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

28 ნოემბერი, 2011 • 1136
ომბუდსმენი ჟურნალისტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
“საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროული და ეფექტური ღონისძიებები გაატაროს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით,”–ავრცელებს განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, 2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებებით და გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოს პროკურატურამ გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, 2011 წლის 6 ნოემბერს მან პირად ელექტრონულ ფოსტაზე კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორისგან მუქარის წერილი მიიღო. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ამავე წლის 11 ნოემბერს გელა მთვლიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას,”–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი