სამართალი

დაკავებულია საქარველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი

14 ნოემბერი, 2011 • 1582
დაკავებულია  საქარველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი

ცნობილი ხდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთოხების დეპარტამენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების  ბრალდებით დააკავა საქარველოს რკინიგზის თბილისის რეგიონის უფროსი გიორგი რთველაძე.

შინაგან საქმეთა სამისნიტროს ინფორმაციით, რთველაძე  სხვდაასხვა კერძო კომპანიებისთვის ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს  და ამ სამუშაოების დროს  უსასყიდლოდ იყენებდა  საქართველოს რკინიგზის ტექნიკას, მატერიალურ რესურსებსა და მუშახელს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, რთველაძე  უკანონო ქმედების დროს დააკავეს, როცა მან  მეწარმისაგან მიიღო 6 000 ლარი და სამუშაოები საქართველოს რკინიგზის ხარჯზე ჩაატარა.

შსს აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გიორგი რთველაძის ქმედებებით  რკინიგზას  210 000  ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა.

რთველაძესთან ერთად დაკავებულნი არიან:  გიორგი თუშიშვილი და პაპუნა ლომთათიძე, ასევე, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი  ალბერტ ტყებუჩავა და ყოფილი თანამშომელი ვალერიან ანდრიაძე , რომლებიც, ბრალდების მიხედვით, სისტემურად იპარავდნენ  საქართველოს რკინიგზის  კუთვნილ განსაკუთრებით დიდი  ოდენობით მატერიალურ ქონებას  და ახდენდნენ მის რეალიზაციას.

დანაშაული ითვალისწინებს ათ  წლამდე  თავისუფლების  აღკვეთას.  სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი