სამართალი

ავღანეთში დედა-შვილი ჩაქოლეს

11 ნოემბერი, 2011 • • 985
ავღანეთში დედა-შვილი ჩაქოლეს

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა “მრუშობისა და მორალური გადახრის” გამო დედა-შვილი ჩაქოლეს, უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება BBC.

ქვრივი ქალი და მისი გოგო ღაზნის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ და ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისინი თალიბების მსხვერპლნი გახნდნენ. შემთხვევა გუშინ, 10 ნოემბერს მოხდა. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ქვრივის სახლში, შვილთან ერთად გამოიყვანეს ეზოში და ქვებით ჩაქოლეს. მათი დახმარება მეზობლებს არც უცდიათ. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ორი მამაკაცი.

BBC-ის ცნობით, რელიგიურ ლიდერთა ნაწილი ადგილობრივებს ისლამური წესების შესაბამისად მოუწოდებენ, “გარყვნილების ფაქტებზე” დაასმინონ თანამოქალაქეები.

გარდა ამისა, ქაბულსა და ყანდაღარს შორის მდებარე ღაზნის რეგიონი, რომელიც ერთ დროს სავაჭრო კვანძი იყო, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად იქცა. ღაზნის პროვინციის 18 რეგიონიდან თალიბები აკონტროლებენ 11-ს, დანარჩენს კი– ავღანეთის ხელისუფლება.

თალიბების მიერ კონტროლირებადი რეგიონები მათი წესებით ცხოვრობენ. თალიბთა მიერ მათ აკრძალული აქვთ ქორწილის გადახდა – საქორწინო მოლხენა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დაშვებული, ისიც მუსიკის გარეშე, ქალებმა კი ამის აღნიშვნას საკუთარ სახლებში სთხოვენ. ასევე, ლოკალურ რადიოსადგურთა ნაწილი მხოლოდ თალიბების სიმღერებს უშვებს ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი