სამართალი

ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანისას პატიმარი გარდაიცვალა

4 ნოემბერი, 2011 • • 1090
ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანისას პატიმარი გარდაიცვალა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის პატიმარი მურმან კალანდია საპრყრობილედან თბილისის ციხის საავდმყოფოში გადაყვანის დროს 2011 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია პატიმრის გარდაცვალების მიზეზები.

საიას განცხადებით, კალანდიას სიკვდილის მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა საიას წარმომადგენელთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, რომ მურმან კალანდიას გარდაცვალების მიზეზი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობაა.

“სამწუხაროა, რომ პატიმართა გარდაცვალების ფაქტებს კვლავ აქვს ადგილი და თანაც უკანასკნელ პერიოდში გახშირებული პერიოდულობით, რაც ყოველმხრივ გაუმართლებელია და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.  საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდება შესაბამისი რეაგირება და გამოძიება წარიმართება სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, რათა პასუხი გაეცეს ოჯახისა და საზოგადოების კითხვებს,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გარდაცვლილის ოჯახს საია-სთვის იურიდიული დახმარების თხოვნით ჯერ არ მიუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი