სამართალი

ივანიშვილის პრესსამსახური ზეწოლის მორიგ ფაქტზე საუბრობს

2 ნოემბერი, 2011 • • 1032
ივანიშვილის პრესსამსახური ზეწოლის მორიგ ფაქტზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს ბათუმის პორტში დააკავეს „ქართუ ჯგუფში” შემავალი  ერთ-ერთი საქველმოქმედო-სამშენებლო ორგანიზაცია „ატუს“ კუთვნილი ტვირთი.

“2 ტრანსფორმატორი და 2 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი განკუთვნილია საჩხერის  სამედიცინო ცენტრისათვის, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ატუ“ რამდენიმე თვეში დაასრულებს. ასევე, დაკავებული ტვირთის შემადგენლობაშია სავენტილაციო მოწყობილობები, რაც რუსთავში, მარტყოფსა და დიდ დიღომში მშენებარე რაგბის სტადიონებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ტვირთი  თბილისში  უნდა განბაჟებულიყო. შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ამ დრომდე არ უცნობებიათ  „ქართუ ჯგუფისათვის“   მიზეზი, თუ  რის გამო გააჩერეს ტვირთი ბათუმის პორტის საბაჟოზე”– წერია ბიზნესმენის პრესსამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი