სამართალი

სააპელაციო სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა

2 ნოემბერი, 2011 • • 1126
სააპელაციო სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა

თბილისის სააპელაციო სასამართომ უკრაინის მოქალაქე ქალს 8 წლის შვილი დაუბრუნა. საქმე მასალებით მიხედვით, ქართველ მამასა და უკრაინელ დედას შორის სადავო მათი საერთო შვილი – 8 წლის ბავში იყო.

თბილისის სააპელაციო სასამარლოს ცნობით, 8 წლის ბიჭი უკრაინის მოქალაქეა. მამამ შვილი 1 წლის წინ საქართველოში იმ პირობით წამოიყვანა, რომ ბავშვს დედასთან რამდენიმე თვეში დააბრუნებდა, თუმცა მან პირობა დაარღვია, ვაჟიშვილი საქართველოში ბაბუის და ბიძის სახლში დატოვა, თავად კი რუსეთში გაემგზავრა.

დედის მოთხოვნის მიუხედავად, მამა შვილის დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. უშედეგო და მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ ლუკას დედამ საკუთარი უფლებების სასმართლო წესით დაცვა გადაწყვიტა. თბილისის საქალაქო სამართლომ დედის მოთხოვნა ბავშის მისთვის დაბრუნების თაობაზე არ დააკმაყოფილა. უკრაინის მოქალაქემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ბავშის დედის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. სასამართლომ 8 წლის ბიჭის საქართველოში ყოფნა ”ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის საფუძველზე არამართლზომიერ დაკავებად შეაფასა და ბავშვი დედას დაუბრუნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი