სამართალი

ქუთაისელი ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ნაცემია

1 ნოემბერი, 2011 • • 1606
ქუთაისელი ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ნაცემია

ქუთაისელი ფოტოგრაფი რობერტო ქველინი, რომელმაც თავისი მეგობარი გოგოს შიშველი ფოტოსესია ქუთაისის ცენტრში დღისით, რამდენიმე კვირის წინ გადაიღო, ფეისბუქში დღეს, 1 ნომბერს წერს, რომ ნაცემია.

”მე ნაცემი ვარ იმიტომ, რომ მცემეს, მე ნაცემი ვარ იმიტომ, რომ ფოტოგრაფი ვარ, მე ნაცემი ვარ იმიტომ, რომ ბლანჟე მაქვს, მე ნაცემი ვარ კაცთმოძულე ქართველების მიერ. ეხლა მხოლოდ ერთ რამეზე ვზრუნავ, რომ აქედან გავაღწიო საზღვრებს გარეთ. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ საქართველოდან გაქცევაში. ამ ქალაქში არასოდეს გაიხარევს მშენებელი, არასოდეს გაიხარებს კაცის გონება.. ამ ქალაქში არასოდეს იქნება ”ადამიანები”. ალბათ გაიგებდით ვინმე მაინც თეთრს ხიდთან რა მოხდა. მოგიტყანთ “georgia,” – წერს რობერტო ქველინი ფეისბუქში, საკუთარ კედელზე.

რობერტო ქველინის მიერ გადაღებული ფოტოსესია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოხვდა. მან მეგობარი გოგოს შიშველი ფოტსესია ქუთასის ცენტრში, მდინარე რიონის პირას დღისით, ხალხის თავლწინ გადაიღო, რასაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი