სიძემ საქორწილო სუფრის ჩასაშლელად პოლიცია გამოიყენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ   წარსულში ნასამართლევი ლაშა გაგნიძე, რომელსაც ბრალი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის წარედგინა, დამნაშავედ სცნო. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გაგნიძემ დანაშაული საკუთარი ქორწილის დღეს საქორწილო სუფრის ჩაშლის მიზნით ჩაიდინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ   წარსულში ნასამართლევი ლაშა გაგნიძე, რომელსაც ბრალი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის წარედგინა, დამნაშავედ სცნო. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გაგნიძემ დანაშაული საკუთარი ქორწილის დღეს საქორწილო სუფრის ჩაშლის მიზნით ჩაიდინა.

საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გაგნიძემ ქორწილის გადახდა 2011 წლის 30 აპრილს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან “სენატში” გადაწყვიტა. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე წლის 24 აპრილს  ლაშა გაგნიძე და რესტორნის მენეჯერი შეთანხმდნენ, რომ გაგნიძე ორი დღის განმავლობში “ბე”-ს სახით წინასწარ 2 000 ლარს გადაიხდიდა. ფულადი თანხის გადახდის მიზნით, ის მართლაც მივიდა ზემოაღნიშნულ რესტორანში, თუმცა რესტორან “სენატში” საქორწინო დარბაზები უკვე დაკავებული იყო, რის გამოც მან ვერ მოახერხა საქორწინო სუფრის შეკვეთა. ამ დროისათვის ლაშა გაგნიძეს სტუმრები რესტორან “სენატში” უკვე დაპატიჟებული ყავდა. მას მოერიდა მათთვის განმარტების მიცემა და გადაწყვიტა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება განეხორციელებინა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ შეტყობინება გამოიწვევდა სრულ ქაოსს და ის მოახერხებდა სტუმრებისთვის რეალური მიზეზის დამალვას.

ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 30 აპრილს ლაშა გაგნიძე სტუმრებთან ერთად აღნიშნულ რესტორანში მივიდა. დაახლოებით 17:50 წუთზე მან საკუთარი ცოლის სილქნეტის უკაბელო ტელეფონიდან საპატრულო პოლიციაში დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ თითქოს რესტორან “სენატში” იყო ბომბი

სასამართლო განხილვისას ლაშა გაგნიძემ სრულად აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა ლაშა გაგნიძის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, სატელეფონო საუბრების კრებსებით, ფონოსკოპური ექსპერტიზის დაკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ლაშა გაგნიძეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 2 წელსა და 6 თვეს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი