სამართალი

ბერას მეგობარი დიჯეი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

19 ოქტომბერი, 2011 • • 970
ბერას მეგობარი დიჯეი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბერა ივანიშვილის მეგობარი ლევან მდინარაძე (DJ Rembo) თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა ”ნეტგაზეთს”.

”დღეს შედგა აღმკვეთი ღონისძიების საკითხი, რომელიც სამოქალაქო სასამართლომ განიხილა ლევან მდინარაძის (DJ Rembo) მიმართ და აღმკვეთი ღონისძიების სახით მას შეურჩია გირაო 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის დაფარვა უნდა მოხდეს 45 დღის ვადაში, ამის შემდეგ სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. გამოძიება მიმდინარეობს. დაცვას ძალიან ბევრი შუამდგომლობა გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ თვლით, ის უდანაშაულოა, ჰქონდა პროვოცირებას ადგილი და მას ჩაუდეს ის ნარკოტიკი, რომელზეც არის ლაპარაკი, კერძოდ, მარიხუანა. აქედან გამომდინარე, შევისწავლით საქმის მასალებს. მე დღეს ჩავერთე მის საქმეში და დავაყენებთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით შუამდგომლობებს. გამოძიება გრძელდება 55 დღის განმავლობაში,” – აღნიშნავს ლილი გელაშვილი.

ლევან მდინარაძე 17 ოქტომბერს, საღამოს, დააკავეს. ბერა ივანიშვილმა მისი დაკავება პოლიტიკურ მოტივს დაუკავშირა, რადგან დაკავებამდე მთელი დღის განმავლობაში მდინარაძე საკუთარი ინიციატივით თბილისში “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი