სამართალი

ქართველ კრიმინალისტებს ახალი ლაბორატორია აქვთ

13 ოქტომბერი, 2011 • • 1057
ქართველ კრიმინალისტებს ახალი ლაბორატორია აქვთ

დღეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში გაიხსნა ახალი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ახალი ლაბორატორიით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საექსპერტო კვლევების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება, ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლება და კრიმინალისტიკური საქმიანობის სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

შსს-ს ცნობით, ახლადგახსნილ ლაბორატორიაში ტარდება ბალისტიკური კვლევა, მიმდინარეობს ბიოლოგიური ობიექტების არსებობისა და სახეობების განსაზღვრა, ტარდება მიკრონაწილაკების, ლაქ-საღებავების, ბოჭკოების, ნავთობპროდუქტებისა და ხელის ანაწმენდების ექსპერტიზა; ნარკოტიკული საშუალებების, ფარმპრეპარატების და ნავთობპროდუქტების ქრომატოგრაფიული კვლევა. ასაფეთქებელი ნივთიერებების სახეობის განსაზღვრა; დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიურ კვლევაში მიმდინარეობს შემთხვევის  ადგილიდან წარმოდგენილი ნივთმტკიცებების დამუშავება კვალის გამოვლენის  მიზნით; აუდიო და ვიდეომასალის ტექსტობრივი გაშიფვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი