სამართალი

“Blackberry-ს” მთავრობებთან თანამშრომლობაში ამხელენ

11 ოქტომბერი, 2011 • • 1324
“Blackberry-ს” მთავრობებთან თანამშრომლობაში ამხელენ

„ბლექბერის“ მწარმოებელი კომპანიის მიერ ბლექბერის მომხმარებელთა შორის შიდა, დახურული სისტემით გაცვლილი ინფორმაციის სხვადასხვა ქვეყნის მათვრობებისთვის გადაცემის გამო საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები წუხილს გამოხატავენ.

სპეციალურ განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების უფლებადამცველი ფრანგული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დღეს, 11 ოქტომბერს, აქვეყნებს.

„რეპორტიორების“ ინფორმაციით, ბლექბერის მწარმოებელმა კანადურმა კომპანიამ Research in Motion (RIM) -მა საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიეროებთან მიაღწია საიდუმლო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია RIM მათ გადასცემს “ბლექბერის” მომხარებელებს შორის დახურული ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერენ, “ბლექბერის” მწარმოებელს აღნიშნული გარიგება ქსელის გათიშვის მუქარით აიძულეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ბლექბერის“ მწარმოებელი კომპანია ზეწოლის მსხვერპლი გახდა. ცნობილი ფაქტია, რომ 2011 წელს ლონდონში და დიდი ბრიტანეთის სხვა დიდ ქალაქებში არეულობაში მონაწილე პირები სწორედ „ბლექბერის“ მიერ პოლიციისთვის მომხამრებელთა პირადი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ დაიჭირეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს „ბლექბერის“ მწარმოებელ კომპანიას, მკაცრად დაიცვას საკუთარი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები და მათ შორის განხორციელებული მიმოწერის კონფიდენციალურობა.

2011 წელს კომპანია RIM-მა ქუვეითში ამავე ქვეყნის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ „ბლექბერის“ სმარტფონებით პორნოსაიტებზე შესვლა დაბლოკა.“რეპორტიორები“ ასევე წერენ RIM-სა და ინდოეთის ტელეკომუნიკაციების სამინისტროს ურთიერთანამშრომლობაზე, რაც ასევე საფრთხეს უქმნის „ბლექბერის“ მომხმარებლების პირად მიმოწერას და ინფორმაციას.

„ბლექბერის“ მწარმოებელს ინდონეზიის მთავრობამ მიმდინარე წელს პორნოსაიტების დაბლოკვის შემდეგ მოსთხოვა შიდა მიმოწერის განხორციელება ინდონეზიაში განლაგებული სერვერების საშუალებით.  დღემდე მესიჯების მიმოცვლა კანადაში განთავსებული სერვერების საშუალებით ხდება, ხოლო  ინდონეზიური სერვერით სარგებლობა “ბლექბერის” ინდონეზიელ მომხმარებლთა უსაფრთხოებას დაემუქრება.

„ბლექვერის“ შიდა მიმოწერის კონტროლის აუციელბლობაზე გაამახვილა ყურადღება სამხრეთ აფრიკის კომუნიკაციების მინისტრის წარმომადგენელმა. მისი თქმით, საუდის არაბეთისა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, დამნაშავეები დანაშაულების დასაგეგმად სწორედ ბლექბერის შიდა მიმოწერის სისტემას იყენებენ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ასევე საუბრობს რუსეთში ბლექბერის მომხარებელთა დაუცველ უსაფრთხოებაზე. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 199$ გადაიხადოს პროგრამაში, რომლითაც შესაძლებელია სმარტფონის პაროლების გატეხვა და მისი მეპატრონის ინფორმაციაზე დაუფლება.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ბლექბერის“ მწარმოებელმა და მფლობელმა კომპანიამ უფრო მკაცრად და ხარისხიანად უნდა უზრუნველყოს საკუთარი მომხარებლების პირადი მონაცემებისა და უსაფრთხოების დაცვა, რათამთავრობებმა „ბლექბერი“ არ გამოიყენონ ადამიანთა უფლებების შესაზღუდად.

მასალების გადაბეჭდვის წესი