სამართალი

თურქმენეთში რადიო თავისუფლების ჟურნალისტს 5 წელი მიუსაჯეს

6 ოქტომბერი, 2011 • • 1034
თურქმენეთში რადიო თავისუფლების ჟურნალისტს 5 წელი მიუსაჯეს
აშხაბადი – თურქმენეთის სასამართლომ რადიო თავისუფლების(RFE/RL) კორესპონდენტს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებით, რომლის მიხედვითაც, მან ნათესავს თვითმკვლელობისკენ უბიძგა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიურო იუწყება.
დოვლეტმურატ იაზკულიევი სასამართლოს წინაშე 4 ოქტომბერს წარსდგა. მისი ოჯახის განცხადებით, მისი დაკავება ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა.
ის ერთ–ერთი პირველი ჟურნალისტი იყო თურქმენეთში, რომელმაც ივლისში აბადანში, აშხაბადის ახლოს, იარაღის საწყობში მომხდარი სასიკვდილო აფეთქებები გააშუქა.

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) იაზკულიევისადმი წაყენებულ ბრალდებას “აბსურდს” უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ ჟურნალისტი იმ ონლაინ ბლოგისა და ჟურნალისტური გამოძიებების გამო დააკავეს, რასაც აწარმოებდა.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, სტივენ კორნმა, ეს ამბავი “კანონდარღვევად” შერაცხა და აღნიშნა: “ეს იყო ფიქტიური სასამართლო პროცესი, ამით თურქმენეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ისინი პატივს არ სცემენ კანონს და სტანდარტებს, მაშინ, როდესაც მედია მათ ეხება. რადიო თავისუფლება აპროტესტებს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს სხვა თანამეგობრობებსაც, რომ დაგმონ მსგავსი ქმედებები”

მასალების გადაბეჭდვის წესი