სამართალი

უცხოელები ქართულ ციხეებში

30 სექტემბერი, 2011 • • 1131
უცხოელები ქართულ ციხეებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2011 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის უცხო ქვეყნის 368 მოქალაქე.  ინფორმაცია საქასტატმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიაწოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრების რაოდენობით ლიდერობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები – სულ 79 პატიმარი. შემდეგ ადგილზე არიან თუქეთის მოქალაქეები – 74 პატიმარი.

ქართულ ციხეში ასევე სასჯელს იხდის: რუსეთის 60, სომხეთის 50, უკრაინის 10, ისრაელის 21, ინდოეთის 19, უზბეკეთის 9, ირანის 6, პაკისტანის 3, კამერუნის 2 მოქალაქე და ა.შ.

გარდა ამისა, საქსტატი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 2011 წლის მაისის მონაცემებით  ქართულ ციხეში სასჯელს იხდის 1164 ქალი და 208 არასრულწოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი