სამართალი

ოთხწლიანი პროექტის დახურვა უზენაეს სასამართლოში

26 სექტემბერი, 2011 • • 1178
ოთხწლიანი პროექტის დახურვა უზენაეს სასამართლოში

კონსტანტინე კუბლაშვილი და ჯონ ბასი. ფოტო: უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური დღეს, 26 სექტემბერს, უზენაეს სასამართლოში საზეიმოდ დაიხურა აშშ-ს განვითარების სააგენტოს(USAID) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროგრამა, რაც სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმას ითვალისწინებდა.

პროექტის საზეიმო დახურვას დაესწრო აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, აშშ-ს ელჩის გარდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმაც ისაუბრა.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა არსებული სიტუაციის გათვალისწინებითა და საქართველოს სასამართლო სისტემის პრიორიტეტების საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე მოხდა.

„ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სასამართლოების მართვა და საქმის წარმოება. მართვის გაზრდილი კულტურა და მომხმარებლის მომსახურება მთელს სასამართლო სისტემაში დაინერგა. სასამართლომ შეიძინა საქმეთა ნაკადთან მუშაობის ძლიერი გამოცდილება და დღეისათვის მას უფრო მეტად შესწევს ძალა, ყურადღება დაუთმოს სასამართლო სისტემაში ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას,“ – წერია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი