სამართალი

პატრულის თანამშრომლებმა გარემოვაჭრე დააკავეს [VIDEO]

22 სექტემბერი, 2011 • 1173
პატრულის თანამშრომლებმა გარემოვაჭრე დააკავეს [VIDEO]

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა 24 წლის ბანანებით მოვაჭრე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ერთი ყუთი ბანანი კი, რომლითაც მოქალაქე ვაჭრობდა, პოლიციამ თან წაიღო.

გარემოვაჭრის დაკავების გამო სხვა გარემოვაჭრეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაც მოყვა.

ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღიურად პოლიცია რომელიმე მათგანს აკავებს, განყოფილებაში მიჰყავს და აჯარიმებს.

თბილისში გარევაჭრობა 2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იკრძალება და ისჯება.

საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, დედაქალაქში გარევაჭრობის ადგილებად მიჩნეულია ქალაქის ქუჩები, მოედნები, ტროტუარები და დასასვენებელ ადგილები.

სპეციალურად ბაზრებისთვის მოწყობილი ადგილებში კი, სადაც მოვაჭრემ ოფიციალურად ყოველდღიურად 10 ლარი უნდა გადაიხადოს, გარემოვაჭრეები არ მიდიან.

„იყო პერიოდი, როცა ვიხდიდით ამ 10 ლარს, მაგრამ ისეთ ტეროტორიაზე იყო ბაზარი, კაციშვილი არ შემოდიოდა, დებილები ხო არ ვართ, ტყუილად ვიდგეთ“, –ამბობს ერთ –ერთი ქალბატონი.

 

ამავე თემაზე: გარევაჭრობა და კანონი

მასალების გადაბეჭდვის წესი