სამართალი

მკვლელობა ბათუმის ბულვარში

24 აგვისტო, 2011 • 1287
მკვლელობა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში 18 წლის გიორგი ლალიაშვილი მოკლეს. ლალიაშვილი თბილისში ცხოვრობდა და ბათუმში დასასვენებლად იყო ჩასული.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღების ექიმ ლევან გუგუშვილის ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო აწარმოებს. შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ იძლევიან, რასაც გამოძიების ინტერესებით ხსნიან. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი