სამართალი

სიახლეები თბილისის საქალაქო სასამართლოში

22 ივლისი, 2011 • • 1266
სიახლეები თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში  საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა, რომელიც სასამართლოსთან მოქალაქის ურთიერთობას კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და ეფექტურს გახდის. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ელექტრონული პროგრამის მოხმარების წესების გასაცნობად სასამართლოს თანამშრომლებმა საკვალიფიკაციო ტრენინგები გაიარეს. სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიზნით კი შენობის ფოიეში დამონტაჟდა ე.წ რიგის მართვის აპარატი. სიახლეების გასაცნობად საქალაქო სასამართლოს გუშინ, 21 ივლისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ეწვია.

სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კანცელარიაში ვერტიკალურად დამონტაჟდა მინები, რომელთა საშუალებითაც  მოქალაქეთა სარჩელისა და განცხადების წარდგენა კონფიდენციალურად განხორციელდება. სასამართლო შენობაში მოქალაქეთათვის გაძლიერდა შიდა უსაფრთხოების მექანიზმები. პრესსამსახურის ცნობით, შენობის შესასვლელში განთავსებული ახალი სკანირების დეტექტორი  სასამართლოს ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების მოხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს, რითაც “თბილისის საქალაქო სასმართლოში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი თანამედროვე სტანდარტებს გაუთანაბრდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი