სამართალი

პროკურატურა ხვალ მურმან დუმბაძეს დაკითხავს

14 ივლისი, 2011 • 1162
პროკურატურა ხვალ მურმან დუმბაძეს დაკითხავს

მურმან დუმბაძის ცემის ფაქტზე საქართველოს პროკარუტურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მურმან დუმბაძემ განუცხადა. როგორც თავად ამბობს, მას თბილისიდან პროკუტურის გამომძიებელი ზურა სამხარაძე დაუკავშირდა  და სისხლის სამრთლის საქმის აღძვრის შესახებ აცნობა. ხვალ 12 საათზე მას პროკურატურის შენობაში მოწმის სტატუსით დაკითხავენ.

”ემსახურესაქართლოს”ლიდერი მურმანდუმბაძე 26 მაისს გამთენისას კინოთეატრ “თბილისის” შენობაში სპეცრაზმმის წარმომადგენლებმა აიყვანეს. მისი მხრიდან გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადეაბა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მისი წამების ფაქტთან დაკავშირებით.

მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მას კონკრეტულად პროკურატურისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით არ მიუმართავს.

“როგორც ჩანს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და კიდევ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები გახდა საქმის აღძვრის საფუძველი”.

კითხვაზე – წამების დამდასტურებელი რა მტკიცებულების წარდგენა შეუძლია გამოძიებისთვის, მურმან დუმბაძე პასუხობს: “სამწუხაროდ, ამოცნობაც კი არ შემიძლია იმ სამართალმცველების, რომლებიც მე მირტყამდნენ, რადგან ამ დროს პირჩაღმა, ჰორიზონტალ მდგომარეობაში ყოფნას მაიძულებდნენ და მათი სახის დანახვის საშუალებას არ მაძლევდნენ.  ხვალ იგივეს გავიმეორებ, რომ დიღომში სამმართველოში ადამიანებს არ ცემენ, იქ აწამებენ. გათენებმდე დავრჩი იქ და მესმოდა ადამიანთა წამების ხმები. ეს პოლიტიკური რეპრესიაა და ხვალ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას დაკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, საქართველოში სამართალწარმოება არ არის”.

მურმან დუმბაძე ჩვენებას ადვოკატ მედეა ვასაძესთან ერთად მისცემს. მედეა ვასაძე ამბობს, რომ დუმბაძეს წამების კვალი ფრჩხილებზე ახლაც ეტყობა. გარდა ამისა, არსებობს სატელევიზიო კადრი და “წითელი ჯვრის” წარმომადგენლების ჩანაწერიც, რომლებმაც დუმბაძე იზოლატორში მოინახულეს.

კონკრეტულად, რა მუხლით არის საქმე აღძრული, ეს ჯერ ადვოკატისთვისაც უცნობია.

თელავის იზოლატორიდან მურმან დუმბაძე ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, 26 ივნისს გაათავისუფლეს

მურმან დუმბაძეს სასამართლოსთვის კიდევ ერთი ჩვენების მიცემა მოუწევს –  21 მაისს “აჭარის ტელევიზიის” ბლოკირების ბრალდებით დაკავებული აქციის მონაწილეების საქმესთან დაკავშირებით.  ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხვის მოთხოვნით თავად მიმართეს სასამართლოს  დუმბაძემ და თემურ შაშიაშვილმა.

მურმან დუმბაძე, ასევე, ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიდის კონსულტაციები ”სახალხო კრების”აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა ამ შემოთავაზებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი