Interviewsრეკლამა

„სოკარი“ ერთგულ მომხმარებლებს „ფორმულა 1“-ისა და EURO 2020-ის ბილეთებით აჯილდოებს

3 თებერვალი, 2020 •
„სოკარი“ ერთგულ მომხმარებლებს „ფორმულა 1“-ისა და EURO 2020-ის ბილეთებით აჯილდოებს

„სოკარის“ სიურპრიზი მომხმარებლებს – კომპანია ერთგულ მომხმარებლებს „ფორმულა 1“-ისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთებით აჯილდოებს

2020 წელი „სოკარმა“ უამრავი სიახლით დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა კონკურსსა და გათამაშებას სთავაზობს. ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში „სოკარი“ „ფორმულა 1“-ის საგზურებს ათამაშებს.

კონკურსი „ფორმულა“ პირველი თებერვლიდან დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა საცალო მომხმარებელს, ვინც ფლობს განახლებულ სტანდარტულ ენერჯი ბარათს და ავტომობილისთვის „სოკარის“ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელის ტიპის საწვავს მოიხმარს.

პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე, „სოკარი“ გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელს მოიხმარენ. ორივე გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით ბაქოში და 5-6-7 ივნისს გასამართ დაუვიწყარ „ფორმულა 1“-ის რბოლას დაესწრება. ჯამში, კომპანია „სოკარი“ ოთხი თვის განმავლობაში 8 გამარჯვებულს გამოავლენს.

იმისთვის, რომ თვალი ადევნოთ კონკურსის მიმდინარეობას, შეგიძლიათ, მობილურ ტელეფონში გადმოწეროთ აპლიკაცია Socar Geo. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ, აკონტროლოთ საწვავის მოხმარება, მიიღოთ სიახლეები კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და შეამოწმოთ ყოველი თვის ჭრილში მოხმარებული საწვავის ოდენობა.

კონკურსი „ფორმულა“ ერთადერთი სიახლე არ არის, რასაც „სოკარი“ მომხმარებელს სთავაზობს. საქართველოს მასშტაბით, 11 ავტოგასამართი სადგურის რებრენდინგის შემდეგ, კომპანიამ მომხმარებლების წახალისება გადაწყვიტა და ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთებს ათამაშებს.

კონკურს „ფორმულას“ პარალელურად, პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით,  მომხმარებლები, რომლებიც „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე მეტ ნანო ევრორეგულარს ან ბუნებრივ აირს შეიძენენ, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ორ ბილეთს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის 4 ივლისს ქალაქ ბაქოში გაიმართება. აუცილებელი პირობაა, რომ საცალო მომხმარებლები სტანდარტულ განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობდნენ. ამ კონკურსის შემთხვევაშიც, „სოკარი“ თვეში ორ გამარჯვებულს გამოავლენს.

მონაცემების გადამოწმება, რომელ პოზიციაზე იმყოფებით კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია მობილური აპლიკაციის Socar Geo საშუალებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი