თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრის შემდეგ დაკავების იზოლატორში შიმშილობს.
“როდის მოხდება ექსტრადიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯერ დრო გასაჩვრების” ,- განუცხადა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, სასამართლო ალიევის რეჟიმის ტყვეობაშია და მის ბრძანებებს ასრულებს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
“ალიევის და ივანიშვილის რეჟიმები ერთ დღეს პასუხს აგებენ მსოფლიოს წინაშე” – აფგან სადიგოვის ცოლი
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.