თიბისიმ, ნიდერლანდების განვითარების ბანკთან – FMO და მის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, 210 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ტრანზაქცია FMO-ს ყველაზე მასშტაბური დაფინანსებაა, როგორც საქართველოში, ისერეგიონში, რაც ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას უსვამს ხაზს.

ფინანსური რესურსი საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება, განსაკუთრებული აქცენტი კისოფლის მეურნეობის, რეგიონების  და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობაზე გაკეთდება. დაფინანსების 30% მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას დაეთმობა, რაც  კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიას.

ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებაში, FMO-სთან ერთად, თიბისის როგორც ახალი, ისემრავალწლიანი პარტნიორი  ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ: Mashreq ბანკი, აბუდაბის კომერციული ბანკი (ADCB), დუბაის კომერციული ბანკი (CBD), Commerzbank და BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი (BOMF).

მოხარული ვარ, რომ FMO-სთან პარტნიორობით და ხუთი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, თიბისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სინდიცირებული დაფინანსების მოზიდვა შევძელითეს ფინანსური რესურსი მთლიანად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისკენ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ვიყოთ მთავარი ფინანსური პარტნიორი იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. 210 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმებახაზს უსვამს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას თიბისის, როგორც სტაბილურად მზარდი ფინანსური ინსტიტუციის მიმართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ვამაყობთ, რომ FMO აღნიშნულ ტრანზაქციის ორგანიზატორი ფინანსური ინსტიტუტია. ეს თანამშრომლობა თიბისისთან კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობასა და ნდობას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ. 210 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება ნათლად აჩვენებს ჩვენს მიზანსკერძო კაპიტალით მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა სექტორის განვითარებას. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ტრანზაქციის წარმატებით დასრულება სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობას რეგიონში“, – ჰუიბიან დე რუიტერი, FMO- ინვესტიციების მთავარი თანახელმძღვანელი.

სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის და  FMO-,  ასევე, ტრანზაქციაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.