რეკლამა

დევნილთა სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 80 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

27 სექტემბერი, 2017 • 1268
დევნილთა სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 80 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სოფლად სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით,  კიდევ 80 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.

სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა  კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით, განაცხადების  მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დრომდე,  სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით,   სოფლად სახლი  უკვე 1700  დევნილ ოჯახს  შეუსყიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი