„სილქნეტი“ დსლ-ტექნოლოგიით ტელევიზიის (IPTV) მიწოდებას ინტერნეტ აბონენტებისთვის ბათუმშიც იწყებს. მომხმარებლები 60 –არხიანი პაკეტით ისარგებლებენ. პაკეტში შესულია ქართული და უცხოური საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო, საბავშვო და სპორტული არხები.
ეთერის მართვის შესაძლებლობა, რომელიც „სილქ-ტივის“ გააჩნია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველი გადაცემა უკან დააბრუნოს, თავიდან ნახოს საინტერესო მონაკვეთი, შეაჩეროს გადაცემა და ხშირად ყურებადი არხების რჩეული დააკომპლექტოს. სწორედ ეს ფუნქციები განასხვავებს ინტერაქტიულ ტელევიზიას საკაბელო მაუწყებლობისგან.
ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური ტელევიზიის SILK TV-ის დანერგვა კომპანია „სილქნეტმა“ 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო და როგორც კომპანია აცხადებს, 6 თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით უკვე 6 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს.
ბათუმი მეორე ქალაქია, სადაც კომპანია „სილქ ტივის“ სერვისს დანერგავს. სერვისის პრეზენტაციას სილქნეტი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 15 თებერვალს გამართავს.