ეკონომიკა

რეფინანსირების სესხი 8.50 პროცენტად

27 იანვარი, 2011 • • 1414
რეფინანსირების სესხი 8.50 პროცენტად

დღეს ეროვნული ბანკმა სამ  კომერციულ ბანკზე გასცა 38 000 000 ლარის  ოდენობის  7– დღიანი მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი წლიურ  8.50%–ად.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები, რაც დაკავშირებული იყო საბანკო სისტემაში ჭარბი მოკლევადიანი ლიკვიდობის მდგომარეობიდან ლიკვიდობის დეფიციტის მდგომარეობაზე  გადასვლასთან. 

რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. 

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

2010 წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი გარანტირებული რეფინანსირების სესხი. აღნიშნული ინსტრუმენტით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ, მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე განისაზღვრება, როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ერთი.  მიმდინარე პერიოდის რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი)  7.5 პროცენტია, ხოლო მომდევნო განახლება 16 თებერვალს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი