ეკონომიკა

ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი ტოპ-ასეულშია

24 იანვარი, 2011 • • 1085
ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი ტოპ-ასეულშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე უწყების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი  ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტს აგრძელებს. მან  ინფრასტრუქტურის ლიდერთა ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოვლინდნენ. ფორუმის 2010 წლის ტოპ-ასეულში ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი შევიდა.

ფორუმზე რამაზ ნიკოლაიშვილი სიტყვით გამოვიდა, მან საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე,  მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის სხვა პრიორიტეტებზე ისაუბრა.

აგრეთვე, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ, მსოფლიო ბანკის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეთერთმეტე, ხოლო რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ ნიკოლაიშვილმა  მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობამ (53%-მა), ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ინფრასტრუქტურულ და საგზაო სფეროში მიმდინარე რეფორმები დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი