ეკონომიკა

Google Inc-ის სუფთა მოგებამ 2010 წელს 8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა

21 იანვარი, 2011 • • 1105
Google Inc-ის სუფთა მოგებამ 2010 წელს 8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა

ყველაზე პოპულარული ამერიკული  საძიებო სისტემის, Google Inc-ის  წმინდა მოგებამ, 2010 წლის მონაცემებით,  8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მონაცემი  მნიშვნელოვნადაა გაზრდილი  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2009 წელს მისი მთლიანი მოგება  6.5 მილიარდი დოლარი იყო, იუწყება კომპანია საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ  პრეს-რელიზში.

2010 წლის IV კვარტალში კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა და 2,54 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წლის იმავე კვერტლის მაჩვენებლი  კი 1.97 მილიარდი დოლარი იყო.

Google Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ შმიდტის განცხადებით, 2010 წლის მეოთხე კვარტალი წლის საუკეთესო დასასრული იყო. სწრაფად მზარდ ბაზარზე ციფრულმა ეკონომიკამ და ინოვაციურმა წარმოებამ კომპანიის მოგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს მაჩვენებელი Google Inc-ის აღმასრულებელ დირექტორს და მთელ კომპანიას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, რომ მომავალში ინვესტიციების რაოდენობა, რომლისგანაც ხეირს კომპანიის  მომხმარებელიც ნახულობს, კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება.

Google Inc-ში მალე ხელმძღვანელობის ცვლილებაც იგეგმება. მისი  აღმასრულებელი დირექტორის პოსტს მისი ერთ-ერთი  თანადამფუძნებელი, ლარი პეიჯი დაიკავებს, რომელიც დირექტორის მოვალეობის შესრულებას უკვე 4 აპრილიდან შეუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი