ეკონომიკა

აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორებს შორის თურქები ლიდერობენ

20 იანვარი, 2011 • • 1102
აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორებს შორის თურქები ლიდერობენ

2010 წლის განმავლობაში აჭარაში სულ 974 563 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ჩასულ ვიზიტორებს შორის 312 275 უცხოელია, რაც 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით კი– 4-ჯერ მეტი. 2009 წლის იანვარ-დეკემბერში აჭარას სტუმრობდა 162 059 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი – 76 218.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-დეკემბერში აჭარაში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება 2009 წლის მაჩვენებლებს, 2009 წელს აჭარაში სულ 554 150 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2008 წელს– 285 000.

2010 წელს აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა- 43,7% – თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტორთა 14%), რაც თითქმის 2-ჯერ მეტია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2010 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 31,7%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 10,2%), აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 14%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 4,5%).

საზღვრის დაცვის დეპარატმენტის ინფორმაციით, 2010 წელს, ჯამში, სარფის საბაჟო, ბათუმის აეროპორტისა და ბათუმის პორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 1 662 011 ადამიანმა გადმოკვეთა, რაც 29%-ით მეტია 2009 წლის, ხოლო 66%-ით მეტია 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი