ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 91-დღიან N1 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.48%-ით, მაქსიმალური 9.82%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.77%–ით განისაზღვრა.