ეკონომიკა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

31 დეკემბერი, 2010 • • 1468
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 3137.4 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (33.4%), 889.3 მლნ აშშ დოლარი (9.5%) – ეროვნული ბანკის, 1444.7 მლნ აშშ დოლარი (15.4%) – საბანკო სექტორის, 1676.2 მლნ აშშ დოლარი (17.9%) – სხვა სექტორებისა და 2232.0 მლნ აშშ დოლარი (23.8%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 663.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; აქედან 274.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ზრდამ 36.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა კვარტლების მსგავსად, კვლავ გააგრძელა შემცირება საბანკო სექტორის უცხოურმა ვალდებულებებმა და დაიკლო 8.8 მლნ აშშ დოლარით. 297.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან, 254.7 მლნ აშშ დოლარი საქართველოს რკინიგზის ევრობონდები იყო. საანგარიშო პერიოდში ზრდა განიცადა უცხოურმა კომპანიათაშორისმა სესხებმა, სადაც მატებამ 63.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა, ძირითადად, უცხოური ვალუტით. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 615.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 8903.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი,  48.4 მლნ აშშ დოლარი მატებით, 476.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 154.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით–  119.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები, როგორც უკვე აღინიშნა,  36.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან,  44.3 მლნ აშშ დოლარით ზრდა საკურსო ცვლილებების შედეგია, ხოლო ოპერაციული ცვლილებით კლებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორში გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებები 29.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა ადგილი ჰქონდა საბანკო სექტორში არსებული მოკლევადიანი საგარეო ვალის ზრდას – 20.1 მლნ აშშ დოლარით. საკურსო ცვლილებების გამო, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 2010 წლის მესამე კვარტალში 8.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა.

სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 252.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით – 36.8 მლნ აშშ დოლარი გაიზარდა.

კომპანიათაშორის სესხები ოპერაციული ცვლილების შედეგად 42.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად  22.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში, კომპანიათაშორისი სესხები სხვა ცვლილებების გამო 0.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 

მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 2010 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 424.3 მლნ აშშ დოლარი, საკურსო ცვლილებების შედეგად 231.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სხვა ცვლილებებით 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი