საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია ”ენერგო პრო ჯორჯიამ” რაჭის სოფლების– კაჩაეთისა და ღარის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.
„ენერგო პრო ჯორჯიამ“ ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთის 193 და ონის რაიონის სოფელ ღარის 226 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა და აღნიშნული სოფლების გამრიცხველიანებაში 125 700 ლარი დახარჯა.
ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები პარალელურად საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს და აღნიშნული პროექტი 2013 წლის ბოლოს დასრულდება.