ეკონომიკა

მსოფლიოში ღვინის წარმოება იკლებს

29 ნოემბერი, 2010 • • 1244
მსოფლიოში ღვინის წარმოება იკლებს

მსოფლიოში წელს მეღვინეობის ზონა 20 ათასი ჰექტარით შემცირდა, რის შესახებაც ღვინისა და ყურძნის წარმოების საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) იუწყება. მისი თქმით, წელს მსოფლიოში წარმოებული ღვინის რაოდენობა 4%-ით დაიკლებს.

ევროპის ყველაზე მსხვილ მწარმოებლებს შორის (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია), მხოლოდ აპენინის ნახევარკუნძულზე შენარჩუნდება ღვინის წარმოების ადრინდელი რაოდენობა. საერთო ჯამში, ევროპის მასშტაბით, წარმოება 6%-ით დაიკლებს, თან ყოველივე იმის ფონზე, რომ წელს საბერძნეთში, პორტუგალიასა და ბულგარეთში წინა წელთან შედარებით უფრო მეტი ღვინო  დამზადდება.

ევროპაში ღვინის წარმოების შემცირება მოსავლის აღებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.

რაც შეეხება ღვინის ფასის ცვლილებას რუსეთში, ყოველივე ეს  ქვეყანაში არსებული საბაჟო და საგადასახადო, აგრეთვე, მარკეტინგის თავისებურებებითაა გამოწვეული. შედეგად, რუსეთში ღვინის ფასი არც ისე იაფია.

ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვალერი ფილატოვმა განაცხადა, რომ იგი მოხარული იქნება, თუ მომდევნო წლების განმავლობაში რუსეთში ღვინის მოხმარება 3-ჯერ გაიზრდება და ამით გაუთანაბრდება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. მისივე თქმით, 1980 წელს ღვინის მოხმარება საბჭოთა კავშირში ერთ სულზე წელიწადში დაახლოებით 21 ლიტრი იყო, 30 წლის შემდეგ კი მხოლოდ 7 ლიტრია, რაც ქვეყნაში მოხმარებული ალკოჰოლის მხოლოდ 6%-ს შეადგენს. ძირითადად, რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებს შორის,  არაყსა და ლუდს მოიხმარენ, რომლებიც მომხმარებლებში სიკვდილიანობის გამოწვევის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი