2010 წლის 18 ნოემბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N46 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 64 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.55%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.51%–ით განისაზღვრა, ხოლო ეროვნული ბანკის 7-დღიან N45 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 55 350 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.52%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.50%–ით განისაზღვრა.