ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე: 2011 წლის ბიუჯეტი რეალისტურია

18 ნოემბერი, 2010 • • 975
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე: 2011 წლის ბიუჯეტი რეალისტურია

თბილისის მერი უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის შემდეგაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა განაცხადა, რომ 2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი რეალისტურია. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი მომსახურების არა შენარჩუნებაზე, არამედ გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

“ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ ყველა შეღავათი. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათთვის ერთი თეთრითაც არ გაძვირდეს ცხოვრება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები. ასე რომ, როდესაც 2011 წლის ბიუჯეტს ვუწოდებ რეალისტურს, სწორედ ამ სამ ძირითად მიმართულებას ვგულისხმობ”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი