ეკონომიკა

პროგრამა ”ალუმნაი” 162-ე საჯარო სკოლაში

18 ნოემბერი, 2010 • • 1282
პროგრამა ”ალუმნაი” 162-ე საჯარო სკოლაში

საქართველოში  პრეზიდენტის  ინიციატივით განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში პროგრამა ,,ალუმნაი’’ დაინარგა და ვითარდება. პროგრამის ფარგლეში თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. “ალუმნაის” პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების აქტიურ ჩართვას სკოლის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში. პროგრამა   ყველა მსურველს საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სკოლის მიმართ და მის განვითარებასა და წარმატებაში წვლილი შეიტანოს.

ამჯერად ,,ალუმნაის’’ ფარგლებში ბიზნესმენმა დავით კოდუამ 162-ე საჯარო სკოლის სველი წერტილები მთლიანად შეცვალა და გაარემონტა.  ჩატარებული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა და განაცხადა- “მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარ სკოლას მადლიერების გამოხატულების ნიშნით, რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინა’’.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება როგორც დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი