ეკონომიკა

საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მომსახურების შეთანხმება გაფორმდა

18 ნოემბერი, 2010 • • 1347
საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მომსახურების შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ” შეთანხმებას ხელი ვერა ქობალიამ და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯუდით გოფმა მოაწერა.

ხელშეკრულების თანახმად, შეზღუდვები იხსნება ორივე ქვეყნის ავიაგადამზიდავების რაოდენობაზე, ფრენების სიხშირესა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთანავე,  ავიაგადამზიდავებს საშუალება ექნებათ, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ მომსახურების ტარიფი.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის კაბოტაჟის შესაძლებლობას, რაც შიდა გადაზიდვების განხორციელების უფლებას ნიშნავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, ავიაკომპანიებს შორის კონკურენცია გაზრდის მომსახურების ხარისხს, შეამცირებს ბილეთის ფასსა და ყოველივე ეს პოზიტიურად აისახება როგორც ზოგადად მგზავრთა ნაკადის, ისე საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ზრდის დინამიკაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი