ეკონომიკა

”ენერგო-პრო ჯორჯია” გურიის გამრიცხველიანებას შეუდგა

18 ნოემბერი, 2010 • • 967
”ენერგო-პრო ჯორჯია” გურიის გამრიცხველიანებას შეუდგა

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალი სოფლების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას განაგრძობს.

პროექტის ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს, კერძოდ კი, გურიის რეგიონში, სოფელ ნატანების ინდივიდუალური გამრიცხველიანების შედეგად, ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები 1 600 აბონენტს დაუმონტაჟდება. ასევე, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნატანების გარდა, ძველ სენაკში, ლესიჭინესა და ძველ აბაშაში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს არ გულისხმობს, ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციასაც. პროექტის ფარგლებში  ამორტიზირებულ კაბელებს ახალი სადენები ჩაენაცვალება, ძველი ხის ბოძები კი ახალი რკინაბეტონის ბოძებით შეიცვლება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში, 2009 წლიდან დღემდე, ინდივიდუალურადაა გამრიცხველიანებული – ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ლანჩხუთის, ოზურგეთის ქალაქის ტიპის დასახლებები. ასევე, დაბა ჯვარისა და ფოცხო-ეწერის დასახლება, სულ – 45 446 აბონენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი