ეკონომიკა

ჯონ ბასი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მშენებლობის შესახებ

18 ნოემბერი, 2010 • • 994
ჯონ ბასი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მშენებლობის შესახებ

აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის მშენებლობის სამუშაოები  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან, სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან ზაზა გოროზიასთან, ფოთის მერთან ვახტანგ ლემონჯავასთან და ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვლიერა.

ჯონ ბასმა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, რომ მილსადენის მშენებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც აშშ-ს საელჩო საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ახორციელებს.

ელჩმა პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს პროცესი ფოთის მოსახლეობასა და ფოთში მოქმედ საწარმოებს გაზით უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მილსადენიდან გაზით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მომარაგება მოხდება. პროექტი ეკონომიკურ ზონაში ბიზნესისა და ინვესტორების მოზიდვას ხელს შეუწყობს, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას გამოიწვევს.

ფოთი-სენაკის გაზსადენის მშენებლობისთვის USAID-მა 115 მლნ აშშ დოლარი გამოყო, რაც აშშ-ს მთავრობის 30– თვიანი პროექტის ნაწილია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი