ნეტგაზეთი | 3 ძირითადი საკითხი, რაც ფრაქცია “დედაქალაქის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავას წარუდგინეს 3 ძირითადი საკითხი, რაც ფრაქცია “დედაქალაქის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავას წარუდგინეს – Netgazeti
RU | GE  

3 ძირითადი საკითხი, რაც ფრაქცია “დედაქალაქის” წარმომადგენლებმა გიგი უგულავას წარუდგინეს

თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის განხილვასთან  დაკავშირებით  ფრაქცია “დედაქალაქის” წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის განხილვასთან  დაკავშირებით  ფრაქცია “დედაქალაქის” წარმომადგენლებს შეხვდა. ფრაქციის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: მცირეშემოსავლიანი პენსიონერებისთვის 100%-იანი დაზღვევა, რომელიც ბიუჯეტიდან 95 მლ. ლარს ითვალისწინებს, პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, დანამატი წელიწადზე 1 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც 72 მლ. ლარია საჭირო და მესამე პროექტი, რომლის მიხედვითაც, სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოები სახელმწიფომ უნდა შეუძინოს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ კი ისინი სხვა მოსწავლეებს გადაეცეთ, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა.  ამ პროექტისთვის ბიუჯეტში 6 მილიონი ლარია გასათვალისწინებელი.

“პირველ ორ პროექტზე უარი ითქვა იმის გამო, რომ საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი და კამათის საგანია. მესამე პროექტზე კი გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ამ პროცესის დაწყება, თუმცა მას დამუშავება სჭირდება. ჩვენი ფრაქციის თვითმიზანი არ არის კრიტიკა, ამიტომ მინდა გავაკეთო პოლიტიკური განცხადება; თუ ეს საკითხი ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ”,- განაცხადა კობა დავითაშვილმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge