ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

17 ნოემბერი, 2010 •
სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

2010 წლის 17 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2– წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  7-მა  კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა  და საერთო მოთხოვნამ 67 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.250%-ით, ხოლო მაქსიმალური 14.750%-ით განისაზღვრა, საშუალო შეწონილი კი 14.394%–ით. კუპონურმა განაკვეთმა 14.3% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ  მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი