ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი რეგიონებს სტუმრობს

17 ნოემბერი, 2010 • • 1326
ფინანსთა მინისტრი რეგიონებს სტუმრობს

 

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, გამგებლებს შეხვდა.

შეხვედრებზე  განიხილეს  რაიონში მიმდინარე და მომავალი წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.  მინისტრის  განაცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ამოცანაა, რეგიონის პრიორიტეტები მაქსიმალურად აისახოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. რეგიონალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცისთვის  იგეგმება დამატებითი  თანხების გამოყოფა  და მთელი რიგი პროექტების დაფინანსება. გამოიყოფა  ორი ძირითადი სექტორი- ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა, რაც განსაკუთრებით კახეთისთვისაა მნიშვნელოვანი. საუბარია როგორც სათესლე მასალის შეძენაზე, ასევე, სპეც. ტექნიკის დამატებითი ერთეულების შემოყვანაზე, რათა მოსავლის აღება და მიწის დამუშვება კიდევ უფრო გააადვილდეს. შეხვედრებზე, ასევე, განიხილება ბიუჯეტის ისეთი პრიორიტეტები, როგორებიცაა– განათლება და ჯანდაცვა. სამუშაო შეხვედრები მიმდინარე კვირას  ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი