ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების №45 აუქციონის შედეგები

17 ნოემბერი, 2010 • • 959
სახაზინო ობლიგაციების №45 აუქციონის შედეგები

17  ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს №45  აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 731 დღის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიტანეს. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 67 300 000 ლარი. მიღებულ იქნა 45  განაცხადი, აქედან დაკმაყოფილდა 10.

აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა 14.25%, მაქსიმალურმა 14.75%, ხოლო საშუალო შეწონილმა 14.394% შეადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი