ეკონომიკა

თბილისელების გამოკითხვა და ბიუჯეტის პრიორიტეტები

17 ნოემბერი, 2010 • • 1002
თბილისელების გამოკითხვა და ბიუჯეტის პრიორიტეტები

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2011 წლის ბიუჯეტში კვლავ აქტუალურია სპეციალური დანამატებისა და შეღავათების სისტემა, სამედიცინო დაზღვევა, ინფრასტრუქტურული და ქალაქში მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები.

თბილისის მერიის ინიციატივით, 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვის მიზნით, ქალაქ თბილისის ყველა უბანში მერიისა და საკრებულოს წევრების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი გამოკითხვა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თითოეულ თბილისელს სპეციალური ანკეტის საშუალებით თავად შეეძლო განესაზღვრა მისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები.

დედაქალაქის მერმა გიგი უგელავამ, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა საკრებულოს ყველა ფრაქციის წარმომადგენელთან შეხვედრისა და მათი მხრიდან საინტერესო წინადადებების მოსმენის შესახებ.  

თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის არსებითი განხილვა თბილისის საკრებულოში 19 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს კომისიები მსჯელობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი