ეკონომიკა

ქუთაისს მალე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მთავრობის სახლი ექნება

17 ნოემბერი, 2010 • • 1032
ქუთაისს მალე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მთავრობის სახლი ექნება

ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობას ქართული კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი ახორციელებს”.  შენობის პროექტის ავტორი, ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბოა. ქუთაისის მთავრობის სახლის მშენებლობას პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

ქუთაისის მთავრობის სახლი ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აშენდება. მშენებლობის დროს ძირითადად ადგილობრივი წარმოების საშენი მასალა იქნება გამოყენებული. მთავრობის სახლის შენობაში განთავსებული იქნება პრემიერ-მინისტრის  კაბინეტი, დარბაზები სამთავრობო შეხვედრებისათვის და საოფისე ოთახები თანამშრომლებისათვის.

სამშენებლო სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ქუთაისის მთავრობის სახლის მშენებლობა 2011 წელს დასრულდება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედამხედველობით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი