ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია

16 ნოემბერი, 2010 • • 1087
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია. პრეზიდენტმა  სათაფლიის ნაკრძალი, მთავრობის სახლის საძირკვლის მშენებლობა მოინახულა და ახლადმშენებარე ოპერის წინ  განათლებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით,  სათაფლიის ნაკრძალი ახალ ტურისტულ ზონად იქცევა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან  700 000 ლარი გამოიყო, ხოლო 7 000 000 ლარი ნავთობკომპანია BP-მ გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ გაკეთდა გზები, მისასვლელი ბილიკები, მოხდა მღვიმის რეაბილიტაცია და განათება, აშენდა ახალი შენობები: მუზეუმი, ადმინისტრაციული შენობა, კაფეტერია, ვიზიტორების სახლი და უნიკალური შუშის გადმოსახედი.

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სახლის მშენებლობასაც ჩაუყარა საფუძველი. ამასთანავე,  ოპერის თეატრის ახლადმშენებარე შენობასთან განათლებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ქუთაისს აუცილებლად მიექცევა მაქსიმალური ყურადღება და ის მეორე დედაქალაქი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი