აჭარის პირველმა პირმა – ლევან ვაშალომიძემ მთავრობის სხდომა რეგიონში ვიზიტორთა შემოსვლის სტატისტიკის გაცნობით დაიწყო.
“აჭარაში წელს უკვე 900 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. იმისათვის, რომ ტურისტების რაოდენობა მილიონზე მეტი იყოს, ახალი პროექტების შემუშავებაა საჭირო, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული მთიანი აჭარის პოტენციალი“ – განაცხადა აჭარის პირველმა პირმა. მისივე თქმით, აჭარაში ამ ეტაპზე უკვე 60-ზე მეტი მინერალური წყალია აღმოჩენილი. გარდა ამისა, მოიპოვება, აგრეთვე, 10 სამკურნალო თვისების მატარებელი ტალახი და რესურსების სწორად გამოყენების შენთხვევაში, ლევან ვარშალომიძის თქმით, აჭარის რეგიონს მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრება.
აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში ინვესტორს ინტერნეტითაც შეეძლება მონაწილეობის მიღება. “ამ სახით პრივატიზაციის პროცესი უფრო მოქნილი და გამჭვირვალე იქნება”,-განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.