ნეტგაზეთი | facebook-ის ახალი პროდუქტი facebook-ის ახალი პროდუქტი – Netgazeti
RU | GE  

facebook-ის ახალი პროდუქტი

 facebook მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს –  ეს არის მესიჯების გაცვლის თანამედროვე სისტემა, რომელიც სოციალურ ქსელს, ელექტრონულ ფოსტას და ჩატს აერთიანებს.

ამ ქსელში გაწევრიანებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ სპეციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი: „facebook.com“. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია აქცენტს აკეთებს მესიჯების სწრაფ გაცვლაზე, რაც ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია.

ცუკენბერგი მიიჩნევს, რომ ფოსტა ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, მაგრამ არა ერთადერთი.

facebook-ის ახალი პროდუქტი ნელ-ნელა შემოვა ბაზარზე და თავიდან მხოლოდ მიწვეული პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge